ახალი ამბები

ონის საკრებულოს წევრი ფულის გამოძალვის ბრლდებით დააკავეს

4 ოქტომბერი, 2010 • • 1267
ონის საკრებულოს წევრი ფულის გამოძალვის ბრლდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონის საკრებულოს წევრი, ამირან სხიერელი დააკავეს. სხიერელი მეწარმისგან 70 000 ამერიკული დოლარის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ონის საკრებულოს წევრმა მეწარმეს თანხა ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებაში გამოართვა.

 ასევე შსს ავრცელებს ფარულ ვიდეო ჩანაწერს, რომელზეც თანხასთან დაკავშირებული გარიგებაა ასახული.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი