ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ჰერჩინსკის „ევროპის დღეების“ „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გახსნის გამო აკტირიკებენ

11 მაისი, 2024 •
ევროპარლამენტარები ჰერჩინსკის „ევროპის დღეების“ „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გახსნის გამო აკტირიკებენ

ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და მირიამ ლექსმანი აკრიტიკებენ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის აქტივისტებზე თავდასხმის ფონზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, რუსული კანონის მომხრე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენის გამო.

„გაოგნებული ვარ — ევროკავშირის ელჩი ლენტს ჭრის მათთან ერთად, ვინც რუსეთის კანონს იცავს, თავს ესხმის მომიტინგეებს, სცემს ოპოზიციის ლიდერებს და ემუქრება აქტივისტებს? რა სახის გზავნილს უგზავნის ეს და ამ მომენტში საქართველოს მოსახლეობას?“ — მიმართავს ლექსმანი ევროკავშირის უმაღლესს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს.

ლექსმანის პოზიციას იზიარებს ვიოლა ფონ კრამონიც.

„რატომ ვუქმნით საქართველოს მთავრობას განცდას, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ურთიერთობას? რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და ახალისებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეგ სურათები? ენდობით ანტიდემოკრატიული ძალების აღმშენებლობის ზომებს საქართველოში? ეს არსად არ მიგვიყვანს“, — წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და სიტყვით მიმართეს ევროპის დღისდმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი