ახალი ამბები

გერმანია: საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ განზრახ არ შეაფერხოს ევროპული გზა

26 აპრილი, 2024 • 945
გერმანია: საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ განზრახ არ შეაფერხოს ევროპული გზა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ:

„ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამით პროტესტში იღებს მონაწილეობას სიტყვის თავისუფლებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“ ,— ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო გადახედვას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი