ახალი ამბები

რუსული კანონის გამო ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა

22 აპრილი, 2024 • 864
რუსული კანონის გამო ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი რუსული კანონის გამო გერმანიაში საქართველოს ელჩს  ლევან იზორიას შეხვდა.

ამის შესახებ მიხაელ როთი X-ზე წერს.

„მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი ლევან იზორია, დაგეგმილ „აგენტის კანონზე“ მესაუბრა. Მადლობა ამისთვის.

მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან + საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – წერს მიხაელ როთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი