ახალი ამბები

„ნაკრებიდან ნახევარზე მეტს რომ ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?!“ — მდინარაძე

11 აპრილი, 2024 • 768
„ნაკრებიდან ნახევარზე მეტს რომ ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა?!“ — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის აზრით, მმართველ გუნდს არ გაუჭირდებოდა, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ეთხოვა და ნახევარზე მეტს მაინც ხელისუფლების მხარდამჭერი პოსტები დაეწერა, თუმცა ამას არ კადრულობს.

„ფეხბურთელებსაც ვთხოვ, პირადად ვთხოვ, — ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით, — ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ძალიან მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ისინი დასდევენ ახლა, აბულინგებენ. ამ ხალხმა აგერ, ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით“, — განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ არ შეიძლება ეროვნული ნაკრების გაყოფა.

„ვიღაცა შეიძლება იქ არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაც გვიჭერდეს, ვიღაც მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი, ჩვენი ოჯახის წევრი, არ კადრულობს და არ ეუბნება მაგათ, მხარდამჭერი [განცხადებები გააკეთონ], გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან ახლა ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო მინიმუმ და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და გაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი“, — განაცხადა მდინარაძემ.

საზოგადოებაში ცნობილი სახეები, რომლებიც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ, მდინარაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

„იყვნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთეთო და არ ვრევთ იმიტომ რომ მომღერალი, მოცეკვავე, მხატვარი, სპორტსმენი, ყველას უყვარს და ხომ შეიძლება ყველასი იყოს ეს ხალხი“, — განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი