ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

8 აპრილი, 2024 • 599
პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ, მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

“პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს”, – თქვა სხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს, 8 აპრილს, ბიუროს სხდომას ესწრებოდა, სადაც რუსული კანონი დააინიციირეს. განხილვისას გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო. თუმცა ბიურომ მისი აზრი არ გაითვალისწინა.

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონპროექტის ინიციირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ ბიუროზე, რომ საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი