ახალი ამბები

ხელისუფლება დევნილებს კომპენსაციას შერჩევით აძლევს

28 სექტემბერი, 2010 • • 1246
ხელისუფლება დევნილებს კომპენსაციას შერჩევით აძლევს

ხელისუფლება ომით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას შერჩევით აძლევს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ახალგორელ მოსახლეობასთან ერთად ისაუბრა.

ახალგორელების თამარ მეარყიშვილისა და თეიმურაზ ავლოხოვის თქმით, ომის შედეგად დაზარალებულებს კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად  ინსტანციიდან ინსტანციაში უხდებათ სიარული, მაგრამ შედეგს მაინც ვერ აღწევენ. ბოლო პასუხი, რაც ერთ-ერთ უწყებაში მიიღეს იყო ის, რომ პროკურატურისთვის მიემართათ.

ახალგორელები ხელისუფლებისაგან მეტ ყურადღებას ითხოვენ, რადგან თავიანთი კუთხის დატოვება არ სურთ.

გიორგი ცაგარეიშვილმა განმარტებით, თავის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად პასუხს ხელისუფლებისაგან   მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი