ახალი ამბები

სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

28 მარტი, 2024 • 3400
სევასტოპოლთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

ინფორმაციას რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე ადასტურებს ანექსირებული ქალაქის გუბერნატორიც. მისი თქმით, ხომალდი ნაპირიდან 200 მეტრში ჩამოვარდა და მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და „მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი