ახალი ამბები

მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

23 მარტი, 2024 •
მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 60-ზე მეტი ადამიანი.

„სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს“, — აცხადებენ კომიტეტში.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული 115 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი ბავშვია. 60 ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი