ახალი ამბები

ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის

22 მარტი, 2024 • 3532
ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და დაავადებასთან ბრძოლას იწყებს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიდლტონმა დიდი შოკი უწოდა დაავადების ტესტებით დადასტურებას, მაგრამ განაცხადა, რომ კარგადაა და ყოველდღე უფრო გაძლიერდება.

BBC-ის თანახმად, დეტალები სიმსივნის თაობაზე უცნობია, თუმცა კენსიგნტონის სასახლეში დარწმუნებული არიან, რომ პრინცესა სრულად გაჯანმრთელდება.

ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ ქიმიოთერაპიის დაწყებით სტადიაზეა.

“ყველას, ვინც ამ დაავადებას ებრძვის, გთხოვთ, არ დაკარგოთ იმედი. თქვენ მარტო არ ხართ”, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი