ახალი ამბები

რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა – მედია

12 მარტი, 2024 • 2810
რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა – მედია

ტელეგრამ არხების “112” და “Shot-ის” ინფორმაციით, რუსეთის ივანოვის რეგიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ “Il-76” ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ივანოვო სვერნის ავიაბაზაზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ის ჩამოვარდა დანიშნულების ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ადგილას.

“Baza-ს” ცნობით, თვითმფრინავზე 12 ადამიანი იმყოფებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი