ახალი ამბები

„ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ“ — პრეზიდენტი ზურაბიშვილი

6 მარტი, 2024 • 2089
„ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ“ — პრეზიდენტი ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას უპასუხა კითხვას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რა პოლიტიკური გეგმები აქვს 26 ოქტომბრის, ანუ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

„რომ ვიცოდე… არ ვიცი. თუ საჭირო ვიქნები სადმე, ვიქნები, თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ არის ნათელი, მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია პროევროპული პოლიტიკური ძალების კოორდინაციისთვის. როგორც პრეზიდენტმა დასძინა, ამ პროცესს ხელს შეუწყობს ყველა ფორმით, რა ფორმითაც ამას შეძლებს.

პრეზიდენტი დღეს, 6 მარტს, ორბელიანის სასახლეში რამდენიმე ჟურნალისტს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი