ახალი ამბები

“კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული” — პრემიერი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე

1 მარტი, 2024 •
“კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული” — პრემიერი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების“ და არ გამორიცხავს, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონპროექტის შემუშავებაში მთავრობაც ჩაერთოს.

კობახიძის თქმით, მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები იყოს დაცული.

„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, აბსოლუტურად გასაგებია. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად. ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი“, — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი მოიცავს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის თანასწორობის უფლებას.

„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“.

მდინარაძის განცხადებით, უახლოეს ორ კვირაში მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს მოამზადებს, თუმცა პირობას დებს, რომ „ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, ხოლო „ცენზურა არ დაწესდება“. თუმცა ამბობს, რომ „უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა“.

ამ თემაზე:

„უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ოცნება“ ახალ კანონპროექტს აანონსებს

როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი