ახალი ამბები

საქართველო, პაკისტანი, ვიეტნამი,ბანგლადეში -პრიორიტეტული ქვეყნები

24 სექტემბერი, 2010 • • 1677
საქართველო, პაკისტანი, ვიეტნამი,ბანგლადეში -პრიორიტეტული ქვეყნები

მემორანდუმს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში ბავშვებისთვის სამართლიანი განვითარების შესაძლებლობაზე ხელი მოწერეს აზიის განვითარების ბანკმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა .  მემორანდუმი ითვალისწინებს სიღარიბის დაძლევას და უთანასწორობასთან ბრძოლას.

პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, სადაც ასევე განხორციელდება სიღარიბის დაძლევის და ბავშთა თანასწორობის პროგრამა.  მას ორი ორგანიზაცია გაუძღვება.

საქართველოს გარდა, პრიორიტეტულ ქვეყანათა რიცხვში არიან: სომხეთი, ბანგლადეში, კამბოჯა, ინდონეზია, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, პაპუა, ახალი გვინეა, პილიპინები, უზბეკეთი და ვიეტნამი.

მემორანდუმს ხელი გუშინ, 23 სექტემბერს,  ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწერა. ათასწლეულის პროგრამის  მიზანია 2015 წლამდე მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა.

”ამ შეთანხმების მიზანია პარტნიორობის გაუმჯობესება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც აზიის განვითარების ბანკს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, რომელიც  სიღარიბის დაძლევასა და ინკლუზიური ბავშვების კეთილდღეობას ნიშნავს”,-განაცხადა ჰარუჰიკო კურადამ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი