ახალი ამბები

თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევლენ, ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია — პესკოვი

27 თებერვალი, 2024 • 1105
თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევლენ, ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია — პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ნატოს ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს რუსეთსა და ნატოს შორის.

“ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ [კონფლიქტის] გარდაუვალობაზე” ,– განაცხადა პესკოვმა.

“ის ფაქტიც, რომ ნატოს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა  განიხილება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, ახალი ელემენტი” ,– განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ ნატოს სხვა ქვეყნები ” საკმაოდ ფხიზლად აფასებენ, თუ რა პოტენციური საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მსგავს ქმედებებს”, ვინაიდან პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან მათ ინტერესებში არ შედის.

პესკოვის კომენტარი სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი