ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინის ომის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის”- ფაშინიანი

19 თებერვალი, 2024 • 996
“უკრაინის ომის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი ტერიტორიების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის უკრაინის საკითხთთან დაკავშირებით. 

“მე აქამდეც მითქვამს, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. პირველად ეს ორი წლის წინ ვთქვი და ნამდვილად ვწუხვართ, რომ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენთ. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია”, – განაცხადა ფაშინიანმა. 

სომხეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოპოვებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის საფუძველი “ალმათის” დეკლარაციაა. 

“რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ალმათის დეკლარაცია არის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი. ჩვენი ლოგიკით, იგივე უნდა იყოს უკრაინასთან დაკავშირებითაც, რადგან ეს დოკუმენტი ყველას გვეხება. თუკი მას გავანადგურებთ, ყველაფერს გავანადგურებთ” ,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი