ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი

2 ივნისი, 2023 • 1902
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი

“ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს თქმულა, თუმცა, ვფიქრობ, ეს ცხადია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. ეს ომი, ეს კონფლიქტი ჩვენში შეშფოთებას  იწვევს, ვინაიდან პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა CNN primanews-სთან ინტერვიუში. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

როგორც ფაშინიანი ამბობს, დასავლეთში ფიქრობენ, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა ამ საკითხში, თუმცა, რუსეთში განწყობა საპირისპიროა.

“ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები. ამ საკითხში არ ვართ ვინმეს მოკავშირე. რაც ნიშნავს იმას, რომ ვართ მოწყვლადი. ვფიქრობ, არსებობს ლავირების საშუალება ყველა ამ დაპირისპირებას შორის, თუმცა ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ლავირების შესაძლებლობა. ჩვენ იმიტომ კი არ ვლავირებთ, რომ არ გვაქვს ჩვენი საკუთარი აზრი, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საზრუნავი გვაქვს, რაც საშუალებას არ გვაძლევს, უფრო ჩართული ვიყოთ სხვა საზრუნავების გადაჭრაში”, – განაცხადა ფაშინიანმა პასუხად კითხვაზე რუსეთის აგრესიაზე  უკრაინის წინააღმდეგ სომხეთის პოზიციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი