ახალი ამბებიკინოხელოვნება

77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების გამარჯვებულები

19 თებერვალი, 2024 • 2022
77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების გამარჯვებულები

77-ე  ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა „ოპენჰაიმერი”.

18 თებერვალს, ლონდონში გაიმართა ყოველწლიური  ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ცერემონია. „ოპენჰაიმერი” აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მეტი, 7 ჯილდო. კრისტოფერ ნოლანის ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ (კილიან მერფი) და მეორეხარისხოვან (რობერტ დაუნი უმცროსი) როლებში, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო მონტაჟი.

კრისტოფერ ნოლანი ჯილდოებით. ფოტო: EPA-EFE/ANDY RAIN

ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ემა სტოუნს იორგოს ლანთიმოსის ფილმში „საბრალო არსებები” (Poor Things) განსახიერებული როლისთვის. ლანთიმოსის ფილმმა ასევე მოიგო ჯილდოები ნომინაციებში: საუკეთესო კოსტუმი, საუკეთესო მაკიაჟი და თმა, ვიზუალური სპეციალური ეფექტები და დიზაინი.

ემა სტოუნი ჯილდოს მოგების შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/ANDY RAIN

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა და’ვინ ჯოი რენდოლფს ფილმში “The Holdovers” შესრულებული როლისთვის. ფილმმა ასევე მოიგო პრიზი საუკეთესო კასტინგისთვის.

საუკეთესო ბრიტანულ ფილმად დასახელდა ჯონათან გლეიზერის „ინტერესის ზონა”. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო ხმისა და არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციებში.

ორიგინალური სცენარისთვის პრიზი გადაეცათ ჟუსტინ ტრიეს და არტურ ჰარარის ფილმისთვის „დაცემის ანატომია”.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა „20 დღე მარიუპოლში”.

მსტისლავ ჩერნოვი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის მოგებული ჯილდოთი. ფოტო: EPA-EFE/ANDY RAIN

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო გადაეცა ფილმს „American Fiction”.

საუკეთესო ანიმაციად დასახელდა ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ყანჩა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი