სალაროში უნდა იყიდებოდეს ფასდაკლებული ბილეთები, რათა ახალგაზრდებმა „ვესტ ენდის” სპექტაკლების ნახვა შეძლონ 150 გირვანქა სტერლინგის გადახდის გარეშე – ამბობს სერიალების „Fleabag” და „შერლოკის” მთავარი როლის შემსრულებელი, ენდრიუ სკოტი.
„რაც არ უნდა პომპეზურად და თანამედროვედ მიიჩნევდე შენს დადგმას, თუ 150 გირვანქა სტერლინგი გაქვს გადასახდელი, ვერც ერთი ადამიანი 16-25 წლამდე და მაღლა ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის”, – თქვა მსახიობმა „ბი-ბი-სის” პოდკასტში.
მან ფასდაკლებების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა: “იმედი მაქვს, არსებობს ერთი ან ორი საღამო კვირაში, სადაც შესაძლებელია ფასდაკლებული ბილეთების შეძენა, რომლის მოსაჩხრეკადაც მზად იქნები. მნიშვნელოვანია, რომ თეატრი არ დარჩეს ელიტური ხელოვნების ფორმად”.
„ვესტ ენდის” თეატრის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს ცნობილმა მსახიობებმა – დომინიკ ვესტმა და დევიდ ტენანტმაც .