ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა.

ეს მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით ან საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.