ახალი ამბები

ვიცე-პრემიერების პოსტებს წულუკიანი და ჩიქოვანი დაიკავებენ

12 თებერვალი, 2024 • 1200
ვიცე-პრემიერების პოსტებს წულუკიანი და ჩიქოვანი დაიკავებენ

ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერების პოსტებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ.

ვიცე-პრემიერები ირაკლი კობახიძემ მისი მთავრობის პირველ სხდომაზე დღეს, 12 თებერვალს დაასახელა.

წულუკიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც.

რაც შეეხება პირველ ვიცე-პრემიერს, ამ პოსტს ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ოფიციალურად წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი. მიშა ფეიქრიშვილი ამ პოსტზე ნინო გიორგობიანს შეცვლის.

დავითაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტს კობახიძის კაბინეტშიც შეინარჩუნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი