ახალი ამბები

დავითაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტს კობახიძის კაბინეტშიც შეინარჩუნებს

8 თებერვალი, 2024 • 1173
დავითაშვილი  ვიცე-პრემიერის პოსტს კობახიძის კაბინეტშიც შეინარჩუნებს

ახალ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერი კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც. ვიცე-პრემიერი იყო ასევე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი