ახალი ამბები

საქართველო 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტით მეორე ადგილზეა – „ტასს“

7 თებერვალი, 2024 • 865
საქართველო 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტით მეორე ადგილზეა – „ტასს“

საქართველო 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტით მეორე პოზიციაზეა, უთხრა რუსულ სამთავრობო მედია „ტასს“-ს ევგენი შჩერბაკოვმა, კომპანია „ლუდინგ გრუპის“ ღვინის მიმართულების ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, პირველ ადგილზე რუსეთში ღვინის ექსპორტით იტალიაა, მესამეზე კი, ესპანეთი.

შჩერბაკოვმა აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველომ რუსეთში 2022 წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი ღვინო გაიტანა, მაშინ, როცა იტალიიდან და ესპანეთიდან ექსპორტი შემცირდა.

„აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, [2023-ის] მესამე კვარტლიდან მიდის [ექსპორტის] ყველაზე ინტენსიური ზრდა მეგობრული ქვეყნებიდან“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი