2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასი შეიცვლება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ფასების ზრდას უწყებაში ხსნიან მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-დან 18 წლამდე პირებისთვის შენარჩუნდება შესვლის ღირებულება — 5.5 ლარი.
რაც შეეხება სხვადასხვა ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთების ფასებს:
- მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები — 10.35 ლარის ნაცვალად 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები — 17.25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
ნავით გასეირნება — 15 ლარის ნაცვლად 20 ლარი.
- ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები — 9.20 ლარის ნაცვალად 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები — 17.25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
- ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები — 10.35 ლარის ნაცვალად 12 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
- პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები — 11.50 ლარის ნაცვალად 12 ლარი;
ნავით გასეირნება — 11.50 ლარის ნაცვალად 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები — 23 ლარის ნაცვალად 25 ლარი.
ნავით გასეირნება — 17.25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
- სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები — 8 ლარის ნაცვალად 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები — 17.25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
- ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად — 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები — 11.50 ლარის ნაცვალად 12 ლარი.