აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი და პოლიტიკის საკითხების მიმომხილველი, შაჰინ რზაევი ადმინისტრაციული წესით, 15 დღით დააკავეს. რზაევს ალიევის რეჟიმი წვრილმან ხულიგნობას ედავება.
როგორც კავკაზსკი უზელი წერს შაჰინ რზაევის ახლობელზე დაყრდობით, პოლიციამ ქუჩაში “უცენზურო გამონათქვამისა” და შემდგომ “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის” გამო დააკავა.
აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების აზრით, რზაევის დაპატიმრება აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის ახალი ტალღის დასაწყისია.
შაჰინ რზაევი თანამშრომლობს მედიაგამოცემა JAMnews-თან.
2024 წლის თებერვალში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან-გამოცემა AbzasMedia-საც, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ექვსი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტები, ნარგიზ აბსალამოვა, ხაფიზ ბაბალი და ელნარა გასიმოვა “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.