ახალი ამბები

გლდანში, ავტობუსში, კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

15 იანვარი, 2024 • 1940
გლდანში, ავტობუსში, კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი