ირანის პრეზიდენტმა ამერიკაში ჩასვლის პირველსავე დღეს, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, ასოშეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი ირანისაა. მან ბევრი ისაუბრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აჰმედინეჯადიმ აღნიშნა, რომ ის (ბირთვული პროგრამა) მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და ირანის აგრესორად გამოყვანა მხოლოდ მტრის ხატის შექმნაა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაწესებული სანქციების გამო ირანი უკან არ დაიხევს და ვინც ამით ირანის დაჩოქებას ცდილობს, იმედის გაცრუება ელის.