მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებენ 12-მეტრიან ავტობუსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 18-მეტრიანი ავტობუსები პირველ ეტაპზე ივლიან შემდეგ მარშრუტებზე:
- N301 — მოძრაობს პოლიტკოვსკაიას ქუჩასა და ქვედა მელითონეთა დასახლებას შორის. გაივლის 63 გაჩერებას.
- N302 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის. გაივლის 49 გაჩერებას.
- N308 — მოძრაობს გლდანის ტბასა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
- N314 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
თბილისის მერიამ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შეიძინა MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთა შემოყვანაც დეკემბრიდან დაიწყებოდა. პირველ ეტაპზე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება.
რაც შეეხება თავად ავტობუსების მოწყობას, მერიის ცნობით, ისინი გათვლილია 162 მგზავრზე, საიდანაც 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ამასთან, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.