პოლონელმა მოჭადრაკემ იან კშიშტოფ დუდამ პუტინისტ მოწინააღმდეგეს ხელი არ ჩამოართვა.
სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 26-28 დეკემბერს გაიმართა სამარყანდში, პირველ წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლონელი და რუსი დიდოსტატები: იან კშიშტოფ დუდა და დენის ხისმატულინი. სწორედ აქ, თამაშის დაწყებამდე, ტრადიციულ ხელის ჩამორთმევაზე პოლონელმა მოჭადრაკემ უარი უთხრა რუს სპორტსმენს.
Polish chess grandmaster Jan-Krzysztof Duda refused to shake the hand of Russian chess grandmaster Denis Khismatullin at the World Rapid Chess Championship.
Khismatullin is a fervent supporter of Putin, the war against Ukraine, and has visited Russian army positions several… pic.twitter.com/FIGP1DKMri
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) January 2, 2024
დენის ხისმატულინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღიად გამოხატა მხარდაჭერა პუტინისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმართ. მოჭადრაკემ მოინახულა რუსეთის ჯარის დანაყოფებიც.
Денис Хисматуллин: “Наше дело правое, вместе мы победим!”
Ещё один гроссмейстер, открыто поддержавший путинизм. pic.twitter.com/2W4KIFz2IL
— Chess-News Шахматы без цензуры (@Chess__News) March 22, 2022
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) რუსეთში უკრაინის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ომის ღიად მხარდამჭერი რუსი სპორტსმენები ტურნირებზე. ასე აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორ სერგეი კარიახინს ტურნირში მონაწილეობა ომის მხარდამჭერი განცხადებების გამო, თუმცა პუტინისა და ომის ღიად მხარდამჭერ დენის ხისმატულინზე ეს აკრძალვა არ გავრცელებულა და მან ჩვეულებრივად შეძლო ასპარეზობა სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე.