ახალი ამბები

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან იქნება აგრესია, ნატო ვალდებულია იმოქმედოს – ბურჭულაძე ოჩამჩირეზე

25 დეკემბერი, 2023 • 1390
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან იქნება აგრესია, ნატო ვალდებულია იმოქმედოს – ბურჭულაძე ოჩამჩირეზე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მიმართულებიდან იქნება აგრესია ნატო-ს მიმართ გამოხატული, ალიანსი ვალდებულია იმოქმედოს.

ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებას. კერძოდ, კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

„ზოგადად, ჩვენ ყველა საერთაშორისო მექანიზმს ვიყენებთ ამის გასაპროტესტებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან იქნება აგრესია გამოხატული ნატო-ს მიმართ, რა თქმა უნდა, ნატო-ს ვალდებულებაა, რომ იმოქმედონ. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რომ ყველა უკანონო ქმედება გავაპროტესტოთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი