სამხრეთ კავკასიის ამბები

“ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება” – ბჟანია

5 ოქტომბერი, 2023 •
“ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება” – ბჟანია

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს დროში ოჩამჩირის რაონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი განთავსდება”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” ინტერვიუში თქვა.

“ყოველივე ეს მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ნიშნავს როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის პირველადი ინტერესების უზრუნველყოფას. უსაფრთხოება კი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, არის საკითხები, რის შესახებაც საუბარი არ შემიძლია”.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე ბჟანია 2023 წლის ზაფხულშიც საუბრობდა.

მისი მაშინდელი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა] რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი