ახალი ამბები

გილოცავთ, ქართველი ხალხის ევროპულმა სულისკვეთებამ თავისი ქნა – ფონ კრამონი

15 დეკემბერი, 2023 • 593
გილოცავთ, ქართველი ხალხის ევროპულმა სულისკვეთებამ თავისი ქნა – ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

ევროპარლამენტარი სწორედ ქართველი ხალხის როლს უსვამს ხაზს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

„ვულოცავ ქართველ ხალხს. თქვენ ეს გააკეთეთ. თქვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი თავისი ქნა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, სადაც თქვენი ადგილია”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.


14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი