ახალი ამბები

უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს

14 დეკემბერი, 2023 •
უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა. მას არც თავისი ხმის დელეგირება მოუხდენია ვინმეზე, რომ გადაწყვეტილება დაებლოკათ. შესაბამისად, დარჩენილმა 26-მა ქვეყანამ გადაწყვეტილება ეთხმად მიიღო.

„უკრაინის ევროკავშირში წევრობა ცუდი გადაწყვეტილებაა. უნგრეთს არ სურს ამაში მონაწილეობა“, — აცხადებს ორბანი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

მასალების გადაბეჭდვის წესი