ახალი ამბები

სამგორის მეტროსადგურთან მიწისქვეშა გადასასვლელში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

15 დეკემბერი, 2023 •
სამგორის მეტროსადგურთან მიწისქვეშა გადასასვლელში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

თბილისში, სამგორის მეტროსადგურთან დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამჟამად ადგილზე მათი თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ და მომხდარის მასშტაბები მცირეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი