ახალი ამბები

ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

12 დეკემბერი, 2023 • 2542
ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.

მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს ახალგაზრდა ქალის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე მწერალთან ურთიერთობა ჰქონდა.

FranceInfo-ს ინფორმაციით, მომჩივანი ამტკიცებს, რომ მას ბეგბედერთან სასტუმროს ნომერში ერთ ღამეს სექსუალური ურთიერთობა ორჯერ ჰქონდა, პირველად თანხმობით, მეორედ – არა.

ამასთან, ფრანგული მედია ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მწერალი მის წინააღმდეგ ბრალდებას არ ეთანხმება.

განახლება: ფრანგული მედიის ცნობით, ფრედერიკ ბეგბედერი უკვე გაათავისუფლეს, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი