ახალი ამბები

ომბუდსმენის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

8 დეკემბერი, 2023 • 1985
ომბუდსმენის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.

აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილის პოსტი საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.

ამჟამად ლევან იოსელიანს ორი მოადგილე რჩება.

ნათია ჯულაყიძე ლევან იოსელიანის ყოფილი თანაპარტიელის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ის სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის აპრილიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი