ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან

3 აპრილი, 2023 • 3401
სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან

სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. ისინი დღეს, 3 აპრილს ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ომბუდსმენის 2 მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ აღნიშნული თანამდებობები დატოვეს.

ამასთან, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

რაც შეეხება ახალ მოადგილეებს, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.

ნათია ჯულაყიძე კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი