ახალი ამბები

ვიდეოს გავრცელებაზე განცხადების შემდეგ ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

8 დეკემბერი, 2023 • 6646
ვიდეოს გავრცელებაზე განცხადების შემდეგ ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელი და მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპცეიალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.  აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩან,ს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!“ — წერდა კირკიტაძე სოციალურ ქსელში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უწყების წარმომადგენლები კირკიტაძეს პოსტის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდნენ და საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი