ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში 4-დღიან ვიზიტს მართავს

5 დეკემბერი, 2023 •
საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში 4-დღიან ვიზიტს მართავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტს მართავს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი