ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ორ თვეში აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სია 19-ით გაიზარდა

1 დეკემბერი, 2023 • 1595
ორ თვეში აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სია 19-ით გაიზარდა

19 ჟურნალისტი, ოპოზიციონერი და რელიგიური აქტივისტი დაემატა აზერბაიჯანის პოლიტიპატიმართა ნუსხას, რომელსაც “აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის” კავშირი პერიოდულად ამზადებს. შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში ეს სია 254-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის განცხადებით, სიახლედ შეიძლება მიიჩნიონ ის, რომ პოლიტპატიმრების სიას პროფესიული კავშირების აქტივისტების სახელები ემატება. ამასთან, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პატიმრობიდან არცერთი პირი არ გათავისუფლებულა.

ახალ სიას დაემატნენ ასევე ინტერნეტ -გამოცემა Abzas Media -ს მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები და პარტიების წარმომადგენლები.

აზერბაიჯანში Abzas Media-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანში Abzas Media-ს ჟურნალისტი გაუჩინარდა – გამოცემის თანამშრომლები

კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს აკავებს და ასამართლებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით . ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი