საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში Abzas Media-ს ჟურნალისტი გაუჩინარდა – გამოცემის თანამშრომლები

20 ნოემბერი, 2023 • 1168
აზერბაიჯანში Abzas Media-ს ჟურნალისტი გაუჩინარდა – გამოცემის თანამშრომლები

აზერბაიჯანული მედიაგამოცემის Abzas Media-ს ხელმძღვანელი ულვი ჰასანლი ბაქოს აეროპორტის გზაზე, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელს” გამოცემის მთავარმა რედაქტორმა სევინჯ ვაგიფგიზიმ განუცხადა.

მისი ცნობით, გამოცემის დირექტორი დღეს, 20 ნოემბერს საზღვარგარეთ მიფრინავდა და სახლიდან დილის 04:30 საათზე გავიდა. თუმცა მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა და არც თვითმფინავის მგზავრებს შორისაა.

სევინჯ ვაგიფგიზის ვარაუდით, მისი სავარაუდო დაკავება/გატაცება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება -ამჟამად Abzas Media ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ბიზნესებზე.

გამოცემის ცნობითვე, ჰასანლი აქამდეც ყოფილა დაკავებული, როდესაც ბაქოში, აშშ-ის საელჩოსთან ფემინისტების აქცია-ფლეშმობს იღებდა. მაშინ საელჩოს დაცვამ ის დააკავა და პოლიციას გადასცა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს აკავებს და ასამართლებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით . ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი