საგარეჯოში კაცს ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მოკვლაში ადანაშაულებენ.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.