ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს ზამთარში გათბობას დაუფინანსებენ

24 ნოემბერი, 2023 • 1134
მთავრობის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს ზამთარში გათბობას დაუფინანსებენ

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა. ამასთან, მთავრობის ცნობით, სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.

“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი