გორის სოფელ კირბალთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან, 17 წლის ბიჭი დააკავეს.
პირველი არხის ცნობით, სოფლის გამგებელი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იყო გამყოფ ხათან მოსაზღვრე ტყეში, ის დაიჭირეს, სხვებმა კი გამოქცევა მოასწრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს „ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტი“ და უთხრეს, რომ მუშაობენ მის გასათავისუფლებლად.
სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM-ი) ინფორმირებულია.