ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„შეშაზე იყო წასული“ – დედა კირბალში დაკავებულ 17 წლის ბიჭზე

23 თებერვალი, 2020 • 1262
„შეშაზე იყო წასული“ – დედა კირბალში დაკავებულ 17 წლის ბიჭზე

გორის სოფელ კირბალთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან, 17 წლამდე ბიჭი დააკავეს. ის, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც მისმა დედამ უთხრა „მთავარ არხს“, მოზარდი სამ მეგობართან ერთად — ისინი არასრულწლოვნები არიან — იყო წასული ტყეში შეშის მოსაგროვებლად.

მისი ინფორმაციითვე, უეცრად გამოჩენილმა დე ფაქტო მესაზღვრეებმა ის დაიჭირეს, სხვებმა კი გამოქცევა მოასწრეს. „ეგენი გამოიქცნენ და ეს ვერ გამოიქცა“.

დედის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი შვილი დააკავეს, თუმცა მისი მეუღლე ორჯერ ჰყავდათ დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს „ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტი“ და უთხრეს, რომ მუშაობენ მის გასათავისუფლებლად.

სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM-ი) ინფორმირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი