ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში ახალი ომებისთვის ნიადაგს ამზადებს”- ალიევი

21 ნოემბერი, 2023 • 6611
“საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში ახალი ომებისთვის ნიადაგს ამზადებს”- ალიევი

“საფრანგეთი სომხეთს ამარაგებს იარაღით, რითაც ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აძლევს გასაქანს და ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღების ნიადაგს ამზადებს”,-  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა 21 ნოემბერს ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით “დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება”.

ალიევმა ისაუბრა საფრანგეთის კოლონიზაციის ახალ და თანამედროვე მეთოდებზე და თქვა, რომ ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.

ალიევი ამბობს, რომ “საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოს საკუთარ ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც სეპარატისტულ ტენდენციებს უჭერს მხარს”.

სომხეთ-აზერბაიჯანის ყველა დაპირისპირებისა თუ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთს, რითაც მუდმივად იწვევდა ბაქოს კრიტიკას.

ამავე თემაზე:

საერთაშორისო საზოგადოების როლი სომხეთის უსაფრთხოებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი