ახალი ამბები

მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებზე ამნისტიას აანონსებს

20 ნოემბერი, 2023 • 2014
მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებზე ამნისტიას აანონსებს

საქართველოს მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებზე ამნისტიას აანონსებს. შესაბამისი განცხადება, მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც შეეხება ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს.

„ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს“, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი