ახალი ამბები

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირს ბრალი წარედგინა

20 ნოემბერი, 2023 • 995
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირებზე გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი