ახალი ამბები

„ოცნება“ ნარკოტიკებზე, მათ შორის, კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს

10 მარტი, 2025 •
„ოცნება“ ნარკოტიკებზე, მათ შორის, კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტი ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება – მათ შორის არის „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში ცვლილებები.

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორიც არის: – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. აგრეთვე განისაზღვრებ,ა თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად.

ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს 5 წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი