ახალი ამბები

ზელენსკი: „შავ ზღვაში რუსული აგრესიის დემონტაჟი საქართველოს დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“

17 ნოემბერი, 2023 • 4658
ზელენსკი: „შავ ზღვაში რუსული აგრესიის დემონტაჟი საქართველოს დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შავ ზღვაში რუსული აგრესიის დემონტაჟი საქართველოს დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევმა მოახერხა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა და საექსპორტო კორიდორად გამოყენება. „მოვახერხეთ ინიციატივის გადაბირება და უსაფრთხოების ისეთი პირობები შევქმენით, რომ აგრესორი აკვატორიის დასავლეთ ნაწილიდან გარბის და სამხედრო გემების დამალვას ცდილობს“.

მისივე თქმით, თუკი რუსული აგრესია შავ ზღვაში არ იქნება, ეს საქართველოს დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

„რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა – 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის; ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში, ომისა და ქაოსის გაჩაღებისთვის. სწორედ ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, პატიოსანი მშვიდობის აღდგენა და შავ ზღვაში რუსული აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი დაეხმარება საქართველოს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შექმნის ეროვნული უსაფრთხოების მეტ გარანტიას კავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი